- Advertisement -

საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუდიტის სამსახური შეამოწმებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გზების მოვლა-შენახვას და რეაბილიტაციის ეფექტიანობას აუდიტის სამსახური შეიწავლის. როგორც აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, აუდიტის ჩატარების მოტივაცია არის არაეფექტიანი სამუშაოების განხორციელების რისკი.

„საავტომობლო გზების დეპარტამენტის ბალანსზე ირიცხება 1,520 კმ საერთაშორისო მნიშვნელობის (13 დასახელება) და 5,371 კმ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (205 დასახელება) გზები.

გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს მნიშვნელოვან საჭიროებას ქვეყანაში ეფექტიანი საგზაო გამტარუნარიანობის არსებობისათვის.

გზების შესაძლო არასათანადო მოვლა-შენახვის პირობებში, წარმოიშობა სარეაბილიტაციო სამუშაოების ხშირი საჭიროება.

ასევე არსებობს არაეფექტიანი სამუშაოების განხორციელების რისკი, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს როგორც გასაწევი ხარჯების ზრდა, ასევე გზების სახარბიელო მდგომარეობის შეზღუდვა მრავალწლიან პერიოდზე გათვლით. (დაფინანსების დიდი მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე შესაძლებელია ჩატარდეს შესაბამისობის აუდიტიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით)“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობის 2018 წლის გეგმაში.

Comments
Loading...