- Advertisement -

საავტომობილო გზების დეპარტამენტში ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსის გამოცხადება დაიწყო

რეორგანიზაციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურა სრულად განახლდა, დაემატა ახალი ფუნქციები და მოხდა არსებული ფუნქციების მეტად ეფექტური გადანაწილება. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, გამოიკვეთა შემდეგი მიმართულებების გაძლიერების საჭიროება: საინჟნრო-ტექნიკური მიმართულება, გარემოს დაცვის მიმართულება, პროექტების მართვის და სხვა მიმართულებები.

რეაორგანოიზაციის შედეგად მიღებული ვაკანსიებზე კონკურსის გამოცხადება უკვე დაიწყო. ამ დროისათვის, კონკურსი გამოცხადებულია 24 ვაკანტურ პოზიციაზე და ეტაპობრივად გამოცხადდება კიდევ 29 ვაკანტურ პოზიციაზე, შემდეგ მიმართულებებზე: მოვლა-შენახვა და პერიოდული შეკეთება, საგზაო ინფრასტრუქტურის დაგეგმარება, საინჟინრო-ტექნიკური მიმართულება, მშენებლობა, გარემოსა და სოციაულრ საკითხთა სამსახური, საერთაშორისო შესყიდვების სამსახური და სხვა.

აღნიშნული ვაკანსიებთან დაკავშირებით ინფორმაცია თავსდება შემდეგ ვებგვერდებზე: www.georoad.ge, www.hr.gov.ge-სა და www.jobs.ge-ზე. სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობის მიღება.
კონკურსი ჩატარდება, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, გამჭირვალობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით. პროცესი ხელს შეუწყობს პროფესიონალი კადრების შერჩევას, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი პერსონალის მოზიდვას, რომელთა ჩართულობაც მნიშვნელოვანი იქნება საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განვითარებისა და სამომავლო გეგმების განხორციელებისათვის.

Comments
Loading...