- Advertisement -

სააპელაციო სასამართლო: ილია კეჭაყმაძეზე გამოქვეყნებული სტატია “გურიის მოამბეში” ცილისწამებაა და არ შეესაბამება სიმართლეს

„გაზეთ ”გურიის მოამბეში” 2017 წლის 16 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატია: ”რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა, დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ილია კეჭაყმაძე” – გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”კრიმინალები მჟავანაძეს, პოლიციის უფროსმა მურადაშვილმა, ილია კეჭაყმაძის დავალებით მიუსია; ”ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში კეჭაყმაძე მონაწილეობს” – არ შეესაბამება სინამდვილეს და არის ცილისწამება.“ – რამდენიმე დღის წინ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამოაქვეყნა სამოტივაციო ნაწილი საქმეზე, რომელიც ბიზნესმენ ილია კეჭაყმაძისა და გაზეთ „გურიის მოამბის“ სასამართლო დავას ეხებოდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში ვკითხულობთ: დაევალოს გაზეთ „გურიის მოამბეს“ გაზეთში და თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.guriismoambe.com გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე შემდეგი ფორმით: ”გაზეთ გურიის მოამბის” 2017 წლის 16 ოქტომბრის №40 (741) ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ”რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა, დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ილია კეჭაყმაძე”- გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”კრიმინალები მჟავანაძეს, პოლიციის უფროსმა მურადაშვილმა, ილია კეჭაყმაძის დავალებით მიუსია; ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში კეჭაყმაძე მონაწილეობს” – არ შეესაბამება სინამდვილეს და არის ცილისწამება.

სააპელაციო სასამართლომ სარჩელი მხოლოდ მორალური ზიანის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლომ ამ შემთხვევაში უცვლელად დატოვა ოზურგეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ილია კეჭაყმაძის წარმომადგენელი ლელა ქველაძე , აცხადებს, რომ მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ,,გურიის მოამბის” მხრიდან კვლავ მიზანმიმართულად გრძელდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რაზეც მეტეყველებს მათ ოფიციალურ ვებ გვერდზე www.guriismoambe.com 2018 წლის 30 ივნისს გამოქვეყნებული სტატია სათაურით ,,ილა კეჭაყმაძემ "გურიის მოამბის" დამფუძნებლებთან ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ,,ც“ წააგო“.

„არადა 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ილია კეჭაყმაძის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ გაზეთ ”გურიის მოამბის” 2017 წლის 16 ოქტომბრის ნომერში და ამავე გაზეთის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული სტატიით: ”რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა, დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ილია კეჭაყმაძე” – გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”კრიმინალები მჟავანაძეს, პოლიციის უფროსმა მურადაშვილმა, ილია კეჭაყმაძის დავალებით მიუსია; ”ოზურგეთში ყველა კრიმინალურ გარჩევაში კეჭაყმაძე მონაწილეობს” – არ შეესაბამება სინამდვილეს და არის ცილისწამება.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ამ საოცრად არაობიექტურმა საინფორმაციო საშუალებამ მოსახლეობის დაბნეულობაში შეყვანის მიზნით, არაკეთილსინდისიერად გამოიყენა სასამართლო დადგენილებაში გამოყენებული წინადადება: – „ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს“ და „გადათარგმნა“ თავის სასარგებლოდ.

პატივცემული მკითხველისათვის სიმართლის შეტყობინების მიზნით მსურს დეტალურად განვმარტო „რატომ ნაწილობრივ“?!!

ილია კეჭაყმაძეს გურიის მოამბის და მისი მესაკუთრეების მიმართ გააჩნდა ორი მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა

1) ძირითადს და უმთავრესს- ცილისწამების ფაქტის დადგენას და
2) მორალური ზიანის ანაზღაურებას.

ილია კეჭაყმაძისათვის არსებითი და მნიშვნელოვანი გარემოება- ცილისწამების ფაქტის დადგენა იყო და ის სასამართლოს მიერ დადგენილია, შესაბამისად ამით საქმე მოგებულია. ხოლო მორალური ზიანისათვის სადაო თანხა ისედაც სიმბოლური გვქონდა განსაზღვრული და ხელმოცარული და პოლიტიკურად გაკოტრებული და არა მხოლოდ პოლიტიკურად (რადგან თვითონ მიუთითა მოპასუხე მხარემ რომ ორი გასაცოდავებული ბილბორდი გააჩნია) მასმედიის საშუალებისათვის პატიებას საჯაროდ ჩვენც ვფიქრობდით.

ასე რომ „გურიის მოამბის“ მცდელობა, ისევ შეცდომაში შეიყვანოს გურიისა და მთლიანად საქართველოს მოსახლეობა, წარუმატებლად დასრულდა. გურიის მოამბის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიმართ ცილისწამების ფაქტის დადგენა გახლავთ პრეცენდენტი სხვა ჟურნალისტებისათვის და სამომავლოდ გასათვალისწინებელი გარემოება, რომ არავის არ შეიძლება ბრალი დაედოს უსაფუძვლოდ. სწორედ ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა ,,ჟურნალისტების უფლება გაავრცელონ ინფორმაცია შეზღუდულია ვალდებულებით, მოამარაგონ საზოგადოება სწორი და გადამოწმებული ინფორმაციით, შესაბამისად, ჟურნალისტები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებენ, რომ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან მიიღეს. ჟურნალისტმა გონივრულ ფარგლებში უნდა გადაამოწმოს გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტება. თუმცა, რიგ შემთხვევებში ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დაუძლეველ სირთულეებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, ჟურნალისტმა ზუსტად ამგვარი სირთულის არსებობა უნდა დაადასტუროს. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება პასუხისმგებელ სუბიექტთა მხრიდან (სტატიის ავტორი, რედაქტორი) ინფორმაციის გადამოწმების, ან გადამოწმების შეუძლებლობის ან მისი სწრაფად გავრცელების გარდაუვალობასთან დაკავშირებით.

პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გურიის მოამბის მიერ დარღვეულია ჟურნალისტის მოვალეობანი და პასუხისმგებლობა გაავრცელოს გადამოწმებული ინფორმაცია; გავრცელებული ინფორმაცია ფაქტების შემცველია, ფაქტები კი, თავის მხრივ, მცდარია და იწვევს ინფორმაციის ადრესტის, მოსარჩელე ილია კეჭაყმაძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.“
ამდენად შემაჯამებელი დასკვნის სახით ვაცხადებთ, რომ გურიის მოამბე კვლავ განაგრძობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და არასრული და მცდარი ინფორმაციის შემცველი სტატიის სათაურებით ისევ ადასტურებს რომ მათთვის ჟურნალისტიკა რეალობასა და სინამდვილესთან არ ასოცირდება.“ – აცხადებს ილია კეჭაყმაძის ადვოკატი.

„აიპრესი“ კომენტარისთვის „გურიის პრესკლუბი“ -ის ადვოკატს კახა ჩავლეშვილსაც დაუკავშირდა ჯერ კიდევ სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებამდე, მაშინ მან განაცხადა, რომ სარეზოლუციო ნაწილი არ ჩაბარებიათ და ზუსტად არ იცოდა როგორ ასაბუთებდა სასამართლო თავის გადაწყვეტილებას.
დღეს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით მას კომენტარზე. კახა ჩავლეიშვილის განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა, რადგან არ ეთანხმება მას და მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია.
_ 29 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ გურიის მოამბეში“ 2017 წლის 16 ოქტომბერის ნომერში გასული ინფორმაცია ,რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობამ დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობის უკან ილია კეჭაყმაძე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრიმინალები მჟავანაძის პოლიციის უფროსმა მურადაშვილმა ილია კეჭაყმაძის დავალებით მიუსია, ოზურგეთში ყველა კრიმინალური გარჩევაში კეჭაყმაძე მონაწილეობდა“ არ შეესაბამება სინამდვილეს და არის ცილისწამება.
ეს წერია ამ გადაწყვეტილებაში და მეორე ნაწილში წერია, რომ დაევალოს გაზეთ „გურიის მოამბეს“ გაზეთში თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე,და უარყოს ეს ინფორმაცია. რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე?
_ გასაგებია! ხო მაგრამ რა წერია მე ზუსტად სიტყვა-სიტყვით არ მახსოვს, დაახლოებით მასეა კი ბატონო. ჩვენ უკვე გავასაჩივრეთ გადაწყვეტილება, რადგან მიმაჩნია რომ არასწორია.
_ სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ილია კეჭაყმაძეზე არ შეესაბამება სინამდვილეს და არის ცილისწამება. თუმცა, კეჭაყმაძეს 10 000- თან დაკავშირებით არ დაუკმაყოფილა სასამართლომ სარჩელი…
ამის შემდეგ გამოქვეყნდა სტატია, რომ ილია კეჭაყმაძემ სააპელაციო სასამართლოც წააგო…რა იგულისხმებოდა?
_ მანდ რა მოხდა იცით, სარჩელი შეტანილი იყო 3 პირის წინააღმდეგ. წერია, ჩამოწერილია ერთი არის „გურიის პრეს კლუბი“ იურიდიული პირი და ორი არის ფიზიკური პირი. ამ ორი ფიზიკური პირის მიმართ არ დაკმაყოფილდა სარჩელი.
„გურიის პრეს კლუბის მიმართ“ სარჩელი დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტულებაში ვკითხულობთ: „პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია ჟურნალისტის მოვალეობანი და პასუხისმგებლობა გაავრცელოს გადამოწმებული ინფორმაცია; გავრცელებული ინფორმაცია ფაქტების შემცველია, ფაქტები კი, თავის მხრივ, მცდარია და იწვევს ინფორმაციის ადრესტის, მოსარჩელე ილია კეჭაყმაძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ამ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად.“
მიიჩნევს თუ არა უზენაესი სასამართლო აღნიშნულ დავას პრეცედენტულად და მიიღებს თუ არა სარჩელს წარმოებაში, ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

 

Comments
Loading...