- Advertisement -

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საგარეჯოში. ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინგორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Comments
Loading...