- Advertisement -

საგარეჯოში “ოცნების” მერობის კანდიდატი გიორგი ერბოწონაშვილი ლიდერობს

№11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის 50 უბნიდან ამ დროის მონაცემებით, დათვლილია 32 უბნის შედეგები. თვითმმართველი თემის მერობის არჩევნებში საგარეჯოს ოლქში მერობისთვის 4 კანდიდატი იბრძოდა.

ამ დროის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი, გიორგი ერბოწონაშვილი ლიდერობს. მან ხმების 69,37 % მოაგროვა.

მეორე ადგილზე ხმების 12,88 %-ით არის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გარსევან ბუხნიკაშვილი;

მესამე ადგილს იკავებს ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ამირან სონიშვილი 9,95 %-ით, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა სოსლან გარსევანიშვილმა კი, ხმების 7,74% დააგროვა.

რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ქართული ოცნება აქ ხმების 62,77 %-ით ლიდერობს, ნაციონალურ მოძრაობას 11,78 % ერგო, მესამე ადგილზეა ევროპული საქართველო 9,18%-ით; მას ხმების რაოდენობით მოსდევს პატრიოტთა ალიანსი და ჯამში აქვს 8,3%; მეხუთე პოზიციაზე ხმების 3,61%-ით ლეიბორისტული პარტიაა.

საგარეჯოს ოლქში ერთიან სიაში სულ 45 917 ამომრჩეველია რეგისტრირებული, თავისი არჩევანი კი 19 220 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 41.86 %-ია.

Comments
Loading...