- Advertisement -

საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოში გაკვეთილები სკოლის ნაცვლად კარავში ტარდება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი გაშალეს და საპროტესტო აქცია მოაწყეს. 

იორმუღანლოს საჯარო სკოლიდან გათავისუფლებულმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, თეა გურგენიძემ მოსწავლებს გაკვეთილი სწორედ ამ კარავში ჩაუტარა.

მშობლები და მოსწავლეები მასწავლებლის გათავისუფლებას და ქართული სექტორის მეთორმეტე კლასის მოსწავლეების გამოცდებზე მიღებულ უარყოფით შედეგებს აპროტესტებენ.

მოსწავლეთა მშობლების თქმით, თუ პედაგოგი სკოლაში არ დაბრუნდება, ისინი აპირებენ ფართი იქირაონ და გაკვეთილები სკოლის ნაცვლად იქ ჩატარდეს. თეა გურგენიძე უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მას მოსწავლე არ უცემია.

Comments
Loading...