- Advertisement -

საგზაო დეპარტამენტი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში ახალი ტექნიკური საშუალებების დამატებას გეგმავს

საგზაო დეპარტამენტი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში ახალი ტექნიკური საშუალებების დამატებას გეგმავს, ამის შესახებ „აიპრესთან“ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით არსებული ტექნიკა ამ ეტაპისათვის საკმარისია თუმცა მუნიციპალიტეტებისათვის ძირითადად თოვლსაწმენდი აპარატების, ბულდოზერების და ექსკავატორების შეძენა გეგმავენ. მისივე ინფორმაციით მაღალმთიან აჭარაში საგზაო დეპარტამენტის 40 ერთეულამდე ტექნიკაა მობილიზებული. 

„გასული დღეების განმავლობაში ინტენსიურად თოვდა მაღალმთიან აჭარაში, მიმდინარეობს გზების ინტენსიური წმენდ, აჭარის საგზაო დეპარტამენტი 24 საათიან რეჟიმში ახდენს გზების გაწმენდას, ჩამონაშალები იყო როგორც ცენტრალურ მაგისტრალზე ასევე შიდა სასოფლო გზებზე იყო გარკვეული ტიპის შეფერხებები, თუმცა ამ ეტაპისათვის სრულად აღმოფხვრილია, 40 ერთეულამდე ტექნიკური საშუალება მუშაობს მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში უშუალოდ მუშაობს 20 ერთეული ტექნიკა მათ შორის უმეტესობა არის აჭარის საგზაო დეპარტამენტის ასევე არის დაქირავებული ტექნიკა, არის მუნიციპალური ტექნიკაც და ასევე ცენტრალური საგზაო დეპარტამენტის დაქირავებული ტექნიკა. 

რაც შეეხება ტექნიკური საშუალებების საკმარისობას, ვიტყვი, რომ სრულებით საკმარისია ამ ეტაპზე ჩვენი ტექნიკური საშუალებები, რაც გააჩნია საგზაო დეპარტამენტს, მაგრამ ბიუჯეტით ასახული არის აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში ახალი ტექნიკური საშუალებების შეძენა. მათ შორის თოვლსაწმენდი აპარატების, ბულდოზერების, ექსკავატორების დაასე შემდეგ. ამ ეტაპზე ველოდებით საქართველოს მთავრობისგან თანხმობას, და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება შესყიდვა", – განაცხადა აიპრესთან აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანიმა.

Comments
Loading...