- Advertisement -

საგზაო დეპარტამენტი მიმდინარე წელს, ქუთაისში 10 ცენტრალი ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგზაო დეპარტამენტი მიმდინარე წელს, ქუთაისში 10 ცენტრალი ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს.

“ასეთი მასშტაბური სამუშაოები ქუთაისში არასოდეს ჩატარებულა, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი თანაქალაქელებისთვის”- ამის შესახებ ტელეკომპანია “რიონის” პირდაპირ ეთერში გადაცემა “ობიექტურ აზრში” სტუმრობისას ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.

საგზაო დეპარტამენტი, ქუჩების რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 37 მლნ ლარს დახარჯავს.

ქუთაისის მერის განცხადებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება:

აღმაშენებლის გამზირის 3 კმ-იან მონაკვეთს,
წერეთლის ქუჩის 2.8 კმ-იან მონაკვეთს,
თავისუფლების ქუჩის 1.5 კმ-იან მონაკვეთს,
საიათნოვას ქუჩის 0.3 კმ-იან მონაკვეთს,
გუგუნავას ქუჩის 1.9 კმ-იან მონაკვეთს,
ჯავახიშვილის ქუჩის 1.415 კმ-იან მონაკვეთს,
ბუხაიძის ქუჩის 0.7 კმ-იან მონაკვეთს,
შარტავას ქუჩის 0. 308 კმ-იან მონაკვეთს,
ნინოშვილის ქუჩის 1.360 კმ-იან მონაკვეთს,
ნიკეას ქუჩის და სულხან საბას დამაკავშირებელ 2.741 კმ-იან მონაკვეთს.

Comments
Loading...