საგლოლო-ჭიორა-ღების გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ipressსიახლეები დამატების თარიღი 2 დეკემბერი, 2018 91 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და გადაადგილება თავისუფალია. დღეს დილიდან, საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის კმ10-კმ11 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღდგენაგზამოძრაობა