- Advertisement -

საგრეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში ბიზნესფორუმი გაიმართა

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ინიციატივით, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია „სპექტრის“ მხარდაჭერით, საგრეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში, საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ბიზნესფორუმი გაიმართა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მომხსენებლებმა თავიანთი ხედვების და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს დამსწრეებს.

პროექტის “მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტის (MUSQAT)” ფარგლებში (პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრს და ევროკავშირს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ქვეშ), სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია “სპექტრისა” და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოქმედი და პოტენციური ბიზნეს სუბიექტებისათვის ჩატარდა.
ფორუმის განმავლობაში მიმოიხილა მუნიციპალიტეტში არსებული და დაგეგმილი ბიზნესის ხელშემწყობი ღონისძიებები.
შეხვედრის ბოლოს, საჯარო-კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გრძელვადიან სტრატეგიას ითვალლისწინებს.

Comments
Loading...