- Advertisement -

საგუშაგოზე მოკლული ჯარისკაცის, ბექა რუსიას დედა შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დაღუპული წვევამდელის ბექა რუსიას დედა ნატო რუსია შს მინისტრთან და მის მოადგილესთან შეხვედრას ითხოვს.

დედის ინფორმაციით, საქმე, რომელიც პროკურატურამ აღძრა, მისი შვილის მკვლელობასთან არანაირ კავშირში არ არის ვიდეომასალის არსებობის შესახებ, სადაც ასახული იყო ბაზის უფროსის ზეწოლის ფაქტი საქმის პროკურორს არაერთხელ უთხრა, თუმცა უშედეგოდ.

ჯარისკაცის ოჯახის ადვოკატი როლანდ შონია ითხოვს გამოძიება წარიმართოს ბექა რუსიას სიცოცხლის მოსპობის ფაქტთან მიმართებით და არა როგორც ცალკეული ფაქტი. მისივე თქმით, ყველა არსებულ კითხვას უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხი და დამნაშავე დაისაჯოს.

რუსიას საქმეზე პროკურატურა გამოძიებისთვის იმ ფოტო და ვიდეომასალის გადაცემას ითხოვს, რომელიც უწყების ცნობით რუსიას ოჯახს აქვს.

გამოძიების ვერსიით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ჯარისკაცი, 26 ოქტომბერს სოფელ მუჟავაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, თანხმლები მესაზღვრის პირის ტყვიამ იმსხვერპლა.
გამოძიება დაწყებულია 116 მუხლით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

Comments
Loading...