- Advertisement -

საგუშაგოზე მოკლული ჯარისკაცის, ბექა რუსიას ოჯახში გამომძიებელი იმყოფება

უკვე მეექვსე საათია მუჟავა-ლეკუხონას ადმინისტრაციული საზღვრის საგუშაგოსთან დაღუპული ჯარისკაცის ოჯახში გამომძიებელი იმყოფება. ადვოკატმა დღეს გამომძიებლის მიერ დედის გამოკითხვისას გამოკვეთილ ახალ გარემოებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბექა რუსიას დაკავებული ჰყავდა რუსი ეროვნების ადამიანი კონტრაბანდასთან დაკავშირებით, რომელიც ხელმძღვანელობას გადასცა. მერე კი, ეს ადამიანი დაიკარგა. შონიას თქმით, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ იძაბება რუსიასა და საგუშაგოს ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა.

„ითხოვა ტელეფონი, რომელიც ბებიას მიაქვს ჩუმად. შემდეგ ფიქსირდება ის კადრები, რაც გადაღებულია. დედას დაურეკა და უთხრა, აქ სიტუაცია დაიძაბა და ერთი სული მაქვს სახლში როდის დავბრუნდებიო. სწორედ მოვლენების ასეთი ქრონოლოგიის გამო ფიქრობს, რომ სინამდვილეში რუსია მოკლეს“, – განაცხადა ადვოკატმა.

გარდა ამისა, ბექა რუსიას საქმის ადვოკატი როლანდ შონია კი აცხადებს, რომ მასზე განხორციელდა უცნობი ნომრიდან სატელეფონო ზარი, რომელიც სავარაუდოდ იყო მუქარის შემცვლელი. მისი ვარაუდით ეს სატელეფონო ზარი უკავშირდება აღნიშნულ საქმეს. უფლებადამცველის მტკიცებით გამოკითხვის მსვლელობისას გამოიკვეთა ახალი დეტალები რაც აძლიერებს ეჭვს, იმასთან დაკავშირებით რომ ბექა რუსიას გარდაცვალება არ არის შემთხვევითობა და არის განზრახ მკვლელობა.

მისი ინფორმაციით, ბექა რუსიამ ნახა რუსი, რომელიც შემდეგ დააკავა და გახდა კონტრაბანდული სქემის მხილველი და სწორედ ამ მომენტიდან დაეძაბა ურთიერთობა უფროსობასთან.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ ბექა რუსიას დედა იზა რუსიამ განაცხადა, რომ პროკურატურას ადრეც განუცხადა, ისეთი მასალების არსებობის შესახებ, სადაც ახალგაზრდები ტაბელური იარაღით თამაშობენ.

იზა რუსიას თქმით, მის ხელთ არსებული მასალების ნაწილი გადასცა გამოძიებას, თუმცა აქვს კიდევ ფოტო და ვიდეო მასალაც, რომელსაც გაასაჯაროვებს. ამ წუთებში გამომძიებელთან გამოკითხვაზე ბექა რუსიას ბებია იმყოფება.

გამოძიების ვერსიით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ჯარისკაცი, 26 ოქტომბერს სოფელ მუჟავაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, თანხმლები მესაზღვრის პირის ტყვიამ იმსხვერპლა.

ჯარისკაცის ოჯახი გამოძიებას კვალიფიკაციის შეცვლას სთხოვს. ოჯახი მიიჩნევს, რომ გამოძიება ხელს კონკრეტულ პირს აფარებს და კატეგორიულად მოითხოვს მის დასჯას. გარდა ამისა, იარაღი, რომლიდანაც გაისროლეს არა ბრალდებულის, არამედ ოფიცრის საკუთრება იყო. 

რუსიას საქმეზე პროკურატურა გამოძიებისთვის იმ ფოტო და ვიდეომასალის გადაცემას ითხოვს, რომელიც უწყების ცნობით, რუსიას ოჯახს აქვს.

გამოძიება დაწყებულია 116 მუხლით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

Comments
Loading...