სადგურ მეტეხის დასახლებაში სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება კასპის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 22 ივნისი, 2018 161 სადგურ მეტეხის დასახლებაში სასმელი წყლის სათავისა და ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს არსებული ქსელის ამოცვლას, სათვალთვალო ჭების, სანტექნიკის ნაწილის, გარეგანათების მოწყობას, სათავე ნაგებობის შემოღობვას და ლითონკონსტრუქციების ზეთოვანი საღებავით შეღებვას. დასახლებას სასმელი წყლის პრობლემა ქონდა, სამუშაოების დასრულების შემდეგ 200 ოჯახს სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება – აღნიშნა მეტეხის ადმინისტრაციულ ერთეულში კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა იოსებ მარღიშვილმა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ფუძე“ ახორციელებს და მასზე 205 198 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურული პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.