- Advertisement -

საერთაშორისო გამჭვირვალობა: ხულოს მერია საჯარო ინფორმაციას ვებ-გვერდზე სრულად არ აქვეყნებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" დასკვნის მიხედვით ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ვებ-გვერდზე ინფორმაციას სრულად არ აქვეყნებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს ხულოს მერიასა და საკრებულოს, დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა, შეასრულონ დადგენილებებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე". ამის შესახებ ინფორმაცია "გამჭირვალობის" ვებ-გვერდზე ვრცელდება. 

აღნიშნულ შენიშვნებს "აიპრესთან" ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში გამოეხმაურენ. ხულოს მერიის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის უფროსისი თორნიკე მიქელაძის განცხადებით, აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინება მოხდება, თუმცა მაშინ როდესაც მერიას ახალი ვებ-გვერდი ექნება, რომლის შექმნაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია და უახლოეს დღეებში მზად იქნება.

მისივე ინფორმაციით განახლებულ ვებ-გვერდზე ყველა ხარვეზი აღმიფხვრება რაც აქამდე მერიის ვებ-გვერდს გააჩნდა. 

"შენიშვნები, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ დადო ვიზიარებთ, მოხდება მათი გათვალისწინება მაში როცა ჩვენ გვექნება ახალი ვებ-გვერდი და ამ ვებ-გვერდის შექმნაზე მუშაობა ჩვენ დაწყებული გვაქვს. უახლოებს დღეებში, ჩვენ გვექნება ვებ-გვერდი, რომელიც სრულად დააკმაყოფიულებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც ხარვეზის სახით იყო წარმოდგენილი. აქამდე ვებ-გვერდის განახლების პროცესი მიმდინარეობდა, შესაბამისად ამ პროცესმა გამოიწვია ის ხარვეზები რომელიც დადო ორგანიზაციამ“, – განაცხადა აიპრესთნ ხულოს მერიის საზოგაროებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თორნიკე მიქელაძემ.

გთავაზობთ იმ ინფორმაციას რაც, „ საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ” გაავრცელა. 

„ხულოს მუნიციპალიტეტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას არ ასრულებს
20 თებერვალი, 2018 საჯარო დაწესებულებებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” თვალყურს ადევნებს, რამდენად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე. ამჯერად წარმოგიდგენთ ხულოს მუნიციპალიტეტის შედეგებს:

• ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის 28 იანვარს მიიღო დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის შესახებ.

• მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს.

Comments
Loading...