- Advertisement -

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ფოთის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში ხარვეზები გამოავლინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ფოთის მუნიციპალიტეტის 7 თანამდებობის პირს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქს შევსებული. გამჭვირვალობის თანახმად, მერის პირველ მოადგილეს კოტე თოფურიას და მერიის ექვს თნამშრომელს 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში, მათ საკუთერბაში არსებული გარკვეული ქონების ნაწილი არ მიუთითებიათ. აღნიშნულთან დაკავშირებით მერის მოადგილემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის კომპანიები , რომლებიც დეკლარაციაში არაა შეტანილი, დაარსების დღიდან არ ფუნქიონირებენ.

„კომპანიები, რომლებიც ჩემს დეკლარაციაში შევსების დროსაა გამოტოვებულია, ყველა უმოქმედოა. როგორც მახსოვს ამ კომპანიებს დაარსების დღიდან სამუშაოები არ უწარმოებიათ. ეს კომპანიები არასოდეს დაუჯარიმებიათ, რაც იმას მოწმობს, რომ ყველა უფუნქციოა. ამის შესახებ ეცნობა შემოსავლების სამსახურს. რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დასკვნაში მითითებულ მერიის სხვა თანამშრომლებს, ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ანალოგიური მდგომარეობაა იმათთანაც . კანონმდებლობით დადგენილი წესით ყველა ხარვეზს გამოვასწორებთ“_ განაცხადა კოტე თოფურიამ.

Comments
Loading...