- Advertisement -

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის შენობაში ხანძარი გაჩნდა

ამ დროისთვის მაუწყებლობა გათიშულია აჭარის რადიოსა და ტელევიზიაში. ხანძარი ტელევიზიის ერთ-ერთ განყოფილებაში ელექტროენერგიის კვების ბლოკში გაჩნდა.

დაკვამლიანების შემდეგ თანამშრომლებმა სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს. მეხანძრე მაშველეა თანამშრომელთა ევაკუაციის შემდეგ მალევე შეძლეს ხანძრის ლიკვიდაცია. ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, დამწვარია ტრანსფორმატორი.

“ელექტროენერგია არ მიეწოდება არც ტელევიზიას და არც რადიოს, ვერ მუშაობს ვებგვერდი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, სავარაუდოდ ერთ საათში დენის მიწოდება აღდგება. ტექნიკა დაზიანებული არ არის”-განაცხადა ტექნიკური სამსახურის მენეჯერმა მიშა შეშელიძემ.

საზოგადოებირივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება ტელეკომპანიას და როდის განახლდება მაუწყებლობა.

Comments
Loading...