- Advertisement -

საზღვაო ექსპედიციისას შავი ზღვის ზვიგენის მსხვილი ეგზემპლარი მოიპოვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 2019 წლის პირველი საზღვაო ექსპედიცია დაასრულეს.

საზღვაო ექსპედიციისას მოპოვებული იქნა შავი ზღვის ზვიგენის მსხვილი ეგზემპლარი, რომელიც იშვიათი სახეობაა, ამოღებული ზვიგენის ეგზემპლარი სპეციალისტებმა მგარემოში დაბრუნეს.

თევზჭერა განხორციელდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე, ყველა აქტიურ სიღრმით იარუსზე – თევზსაჭერი ტრალის გამოყენებით. ასევე, განხორციელდა რესურსების ექოსაუნდერით სკანირება.
შეგროვდა მასალა და ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მიმდინარე პერიოდის თევზების ბიომრავალფეროვნების და მარაგების შესახებ. ასევე წარმოებდა დაკვირვებები ზღვის ძუძუმწოვრებზე. აღებული მასალა და სინჯების დამუშავება მარტის თვის ბოლომდე დასრულედება.

Comments
Loading...