- Advertisement -

სათაფლიის ნაკრძალი ვიზიტორება შეზღუდვით ემსახურება

დაკეტილია პანორამული გადასახედი, ხოლო მღვიმის შესასვლელი სავალალო მდგომარეობაშია. არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ავრცელებს.

“ადგილზე არ მუშაობს ვიდეოკამერები და ტერიტორიაზე გადაადგილებისას უსაფრთხოების ნორმებიც დაუცელია. მღვიმის შესასვლელი აქამდე თუ ელექტრონულად იღებოდა, ახლა ქვა დევს კართან, რომ არ დაიკეტოს. ორი კვირის წინ გავავრცელეთ ფოტო, რომელზეც ნაკრძალში არსებული პანორამული გადასახედი დატილი იყო. ფოტოს გავრცელებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს პასუხი მოჰყვა, თითქოს მინის პანორამული გადასახედი დროებით ქარის გამო ყოფილა დაკეტილი და სხვა დროს ჩვეულებრივ განაგრძობდა ფუნქციონირებას.ამის შემდეგ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ამინდში რამდენჯერმე ვიყავი ასული სათაფლიაზე და იგივე მდგომარეობაა-გადასახედი ამ დრომდე დაკეტილია, ხოლო არსებული ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობაშია,”-აცხადებს ბარათაშვილი.

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში კი განმარტავენ, რომ პანორამული გადასახედი სტიქიის დროს დაზიანდა და მის აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს.

” დაკეტილია გადასახედი, რადგან სტიქიის გამო დაზიანდა და გადასახედის მინები ჩაიტეხა. ჩვენ სასწრაფო წესით დავკეტეთ გადასახედი. მოგეხსენებათ, პანორამული გადასახედი სპეციფიკური მასალისგანაა დამზადებული, მიმდინარეობს მისი დაპროექტება და ნაახალწლევს გაიხსნება,” – ამბობს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი მერაბ ჭრელაშვილი.

Comments
Loading...