- Advertisement -

“საია” პოლიციელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული გამოძიების სამ საქმეზე მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2016-2017 წლებში წარმოებაში არსებულ სამ საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერციას გამართა. საქმე ეხება პოლიციელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებულ გამოძიებას. არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს ოფიციალურად მოუწოდა საგამოძიებო ორგანოებს დროულად და ობიექტურად მოხდეს საქმეების დასრულება და პასუხისგებაში მიეცენ ის სამართალდამცავები ვისი ბრალეულობაციკვეთება.

"პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ჩადენილ დანაშაულებს ეხება, ასეთი აჭარაში სამი საქმე არსებობს. არცერთ ამ საქმესთან მინართებაში არ დამდგარა სამართალდამცავების პასუხისმგებლობის საკითხი.
1. საქმე 2016 წლის 26 ივლისს შს საინისტროს ბათუმის მე-6 განყოფილების თანამშრომლებმა პირის ადმინისტრაციული დაკავების დროს მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება.
2. საქმე 2017 წლის 25 აგვისტოს ტრანაგენდერი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებას ჰქონდა ადგილი და ამ დრომდე არის გაჭიანურებული საგამოძიებო პროცესები და მხოლიდ ადმინისტრაციულით დაიწყო გამოძიება, მაშინ როცა სისხლის სამართლის მუხლით უნდა დაწყებულიყო.
3. 2017 წლის 12 სექტემბერს დაკავების დროს სამართალდამცავება ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს დაკავებულს, თუმცა ამ დრომდე არ მომხდარა მისი დაზარალებულად ცნობა. ამ დრომდე უცნობია რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს სამართალდამცავება.

სამივე შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი მათზე სრულფასოვნადაც არ მიმდინარეობს გამოძიება. ვითხოვთ დროულად და ობიექტურად მოხდეს გამოძიება." – განაცხადა "საიას" ორგანიზაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

Comments
Loading...