- Advertisement -

საირმეში, სავარაუდოდ ფანჯრების წმენდის დროს 32 წლის ქალი სასტუმროდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

კურორტ საირმეში 32 წლის ქალი სასტუმროს შენობის მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი სასტუმროში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევის დროს ახალგაზრდა ქალი ფანჯრებს წმენდდა. მომხდარზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Comments
Loading...