- Advertisement -

საკონსტიტუციო სასამართლო მამაკაცის დეკრეტული შვებულების დასაშვებობის საკითხს განიხილავს

სარჩელით სასამართლოს რამდენიმე მოქალაქემ მიმართა. არსებული კანონდებლობით, საქართველოს მოქალაქე მამაკაცს არ აქვს შესაძლებლობა დეკრეტულ შვებულებაში გავიდეს და შესაბამისი ანაზღაურება აიღოს – აღნიშნულია განცხადებაში.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერი თანასწორობის, შრომის, ქორწინებისა და ოჯახის კეთილდღეობის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს ეწინააღმდეგება.

გასაჩივრებულია კანონის ის მუხლები, რომლებიც განსაზღვრავს ორსულობის , მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების მიცემისა და მისი ანაზღაურების წესს. 

"ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტის მარიამ თოდუას განმარტებით, საქართევლოში მამაკაცებს დეკრეტული შვებულებით სარგებობა მხოლოდ დამსაქმებლის კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ.

Comments
Loading...