- Advertisement -

საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი მჟავანაძესთან შეხვედრის ფაქტს ადასტურებს

ოზურგეთის გუბერნიის თანამშრომელი, რომელიც საკრებულოს უმრავლესობამ პროვოკაციაში დაადანაშაულა, ბრალდებას გამოეხმაურა. ნესტორ რამიშვილი დავით მჟავანაძესთან შეხვედრას ადასტურებს. მისი თქმით მჟავანაძეს შემთხვევით ქუჩაში შეხვდა და არავის დავალებას არ ასრულებდა, შეთავაზება კი უბრალოდ მისი პოზიცია იყო.

"ვინ დამადანაშაულა პროვოკაციაში, აქეთ მომიწყვეს პროვოკაცია. მჟავანაძეს შემთხვევით შვეხვდი ქუჩაში, არ ვიცოდი რა მოხდა. ვუთხარი თუ გინდათ დავჯდეთ თქვენთან ოფისში და დავილაპარაკოთ-მეთქი. ალბათ ვუთხარი თუ ვინმემ ხელი დაგარტყა ადექი და დაარტყი შენც-მეთქი. არავის დავალებას არ ვასრულებდი." – განაცხადა ნესტორ რამიშვილმა, რომელიც "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს დეპუტატის მეუღლეა და გურიის გუბერნიაში მუშაობს.

Comments
Loading...