- Advertisement -

სალომე ზურაბიშვილი: მე არ ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც პენსიებს გაზრდის

შეკრებილ საზოგადოებასთან ზურაბიშვილმა საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს საკუთარ პროგრამაზე საუბარი ლანძღვა-გინების ფონზე არ უნდა უხდებოდეთ.

“ამომრჩეველს ინფორმაციის მიღების უფლება უნდა ჰქონდეს, ეს დღეს არ ხდება და რამდენადაც შევძლებ აქ მინდა რომ წარმოგიდგინოთ ის, რისთვისაც მე მოვდივარ..როგორც თქვენ ხართ თავისუფალი დამოუკიდებელი მხარე, ასე ვარ მეც…

მე სიმართლეს მთქმელი ვარ, სიმართლის მთქმელი ნიშნავს, რომ მე ტყუილ დაპირებებს არ მოგცემთ,მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი,რომელიც შეძლებს რომ პენსიები გაზარდოს,მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს კანონების შეცვლას, მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს, ეკონომიკა სწრაფად დააყენოს ფეხზე,მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს თქვენს დასაქმებას.რის გაკეთებასაც შევძლებ ამას გეტყვით მხოლოდ”,- განაცხადა ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას

Comments
Loading...