- Advertisement -

სამართალდამცველებმა იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში მცხოვრები 84 წლის დაკარგული მოხუცი იპოვეს

სამართალდამცველებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში მცხოვრები 84 წლის ხანუმ გუსეინოვა იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოხუცი თავს კარგად გრძნობს.

ახლობლების ცნობით, მის კვალს პოლიციამ სოფელ ბოდბის მიმდებარედ, ტყეში მიაკვლია.

ცნობისთვის, ხანუმ გუსეინოვას რვა მარტიდან ეძებდნენ. გაუჩინარების დღეს მოხუცი სოფელ ბოდბის ტერიტორიაზე ფერმაში იმოფებოდა.
ქალს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

Comments
Loading...