“სამართალი სახლში დაგრჩათ?” – ბათუმში, მეთორმეტე კლასის მოსწავლეები აქციას მართავენ ipressბათუმი დამატების თარიღი 29 იანვარი, 2019 51 ევროპის მოედანზე მეთორმეტე კლასის მოსწავლები შეიკეიბნენ და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. “ჩვენ ვაპროტესტებთ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ განათლების სამინისტროში გამოაცხადეს. ძველი სისტემა ახლით შეიცვალა, რადგან მიხვდნენ რომ ძველი საშინელება იყო. ამ სისტემის ბოლო მსხვერპლები არ გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ, წლევანდელი აბიტურიენტები. მეთერთმეტე კლასის გამოცდა ჩაბარებული გვაქვს, ახლა მეთორმეტეც უნდა ჩავაბაროთ. თუ საატესტატო მოიხსნა, მოიხსნას ყველასთვის” – აცხადებს ერთერთი მოსწავლე. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესს ამ წუთებში არ ესწრებიან და 15:00 მაშტაბურ აქციას აანონსებენ. სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 2020 წლიდან სრულად მოიხსნება. 2019 წელს გამოცდის ჩაბარება მხოლოდ მე-11 კლასის მოსწავლეებს აღარ მოუწევთ. სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 2020 წლიდან სრულად მოიხსნება. 2019 წელს გამოცდის ჩაბარება მხოლოდ მე-11 კლასის მოსწავლეებს აღარ მოუწევთ. განათლების სამინისტროს ახალი რეგულაციით 2020 წლიდან სკოლებში მე-11 და მე-12 კლასის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. მიმდინარე წელს კი საატესტატო გამოცდის ჩაბარება 11 კლასის მოსწავლებისთვის მოიხსნა. აქციაბათუმიმოსწავლეები