- Advertisement -

სამბოში საქართველოს ჩემპიონის ტიტული ფოთელმა ელიზბარ თურქიამ მოიპოვა

ხაშურში,ჭიდაობა სამბოში საქართველოს პირველობა ჭაბუკებში, ფოთელი სპორტსმენების წარმატებით დასრულდა. ფოთელებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

პირველი ადგილი 56კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ თურქიამ მოიპოვა. მეორე ადგილი 75 კგ წონით კატეგორიაში _ ბექა სანაიამ, ხოლო მესამე ადგილები, სხვადასხვა წონით კატეგორიაში დათო დგებიამ,ირაკლი შეყილაძემ, და ვიტალი ქუთათელაძემ დაიკავეს.

ჩემპიონატში 300-ზე მეტი მოჭიდავე ასპარეზობდა. ელიზბარ თურქიამ ამ გამარჯვებით, მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვა, რომელიც ოქტომბერის თვეში თბილისში გაიმართება.

"ფოთიდან 8 წარმომადგენელი ვიყავით, აქედან ხუთმა შევძელით საპრიზო ადგილების მოპოვება. მე ოთხი შეხვედრა მქონდა და ოთხივე წარმატებით დავასრულე. ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადები. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთვნელებს კოტე ხუბუტიას და ზურაბ ძაძამიას“ – განაცხადა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ელიზბარ თურქიამ.

Comments
Loading...