- Advertisement -

სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში 227 პაციენტი მკურნალობს

სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში 227 პაციენტი მკურნალობს. მათგან მძიმეა 13-ის მდგომარეობა.რუხის კლინიკაში 110 კოვიდ პაციენტი მკურნალობს. მათ შორის მძიმეა10-ის მდგომარეობა.

ფოთის კლინიკაში 40 ინფიცირებულია. მათ შორის მძიმე 3 პაციენტი. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 27 პაციენტია მოთავსებული. სენაკის ლაზიკა მედიში 50.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 90 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში რჩება 98 მოქალაქე.
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსით გარდაიცვალა ჯამში 3894 პაციენტი. გამოჯანმრთელებლთა რიცხვი 278251-მდე გაიზარდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 290129-მდე.

Comments
Loading...