- Advertisement -

სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო მოინახულა

სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო მოინახულა და იმედი გამოთქვა რომ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად დასრულდება.

"კმაყოფილი ვიქნები მას შემდეგ რაც საბოლოო შედეგს ვნახავ.დღეს პირველ რიგში ვესტუმრე იმიტომ რომ იყო რაღაც შეფერხებები და მაინტერესებდა ადგილზე გავრკვეულიყავი მდგომარეობით, თუ რა ეტაპზე იმყოფება მშენებლობა.რა თქმა უნდა ხშირად ვესტუმრები და სამუშაოები დროულად და ხარისხიანად ჩატარდება.რაც შეეხება შეფერხებებს მითხრეს რომ პროექტში ცვლილება იქნა შეტანილი,"- განაცხადა მოწერელიამ.

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ რუხში 220-ადგილიანი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წლის 25 აგვისტოს დაიწყო.

კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება: მთავარი კორპუსი, ქიმიო და სხივური თერაპიის ბლოკი, მიმღები ბლოკი, კვების ბლოკი, ცენტრალური სამრცეხაო სასტერილიზაციო ბლოკი, პათოლოგ-ანატომიური კორპუსი, საქვაბე,საგენერატორო სადგური, ავტოსადგომი 180 მანქანაზე, ვეტროდრომი, გამწმენდი ნაგებობა ბიოტალი კანალიზაციის ტუმბოები წყლის რეზერვუარი – 250X2 მეტრ/კუბი, საერთო საცხოვრებელი. ამ ბლოკებიდან ნაწილი – 5, ნაწილი კი, 2-სართულიანია. საერთო სამშენებლო ფართი 30 000 კვ.მ.-ზე მეტს შეადგენს.

Comments
Loading...