- Advertisement -

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადვოკატები: ვიღაცის კაპრიზების გამო რატომ უნდა ჩატარდეს მეორე ტური?!

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადვოკატებმა დღეს ფოთში ბრიფინგი გამართეს. მათ ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარის არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს. კერძოდ, მათი განცხადებით დავით ასათიანმა არჩევნებში დიდი უპირატესობით მოიგო და მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავენ.

"ჩვენი შეხვედრა მიზნად ისახავს ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ მიმართული სამარცხვინო აქციების შეწყვეტის მოწოდებას. ჩვენ ვემიჯნებით ლანჩავა-კორძაძის ბინძურ კამპანიას, კოლეგებს უნდა ეყოთ სინდისიც, ნამუსიც და გამბედაობაც, რომ აღიარონ ეს დამარცხება. 160 ხმა მიიღო ადამიანმა და გაჰკივის გააყალბესო.დავით ასათიანმა უპრეცედენტო გამარჯვება მოიპოვა, 2 000 -მდე მონაწილე ადვოკატიდან 1 128 ხმა მიიღო. ვიღაცის კაპრიზების გამო რატომ უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური?!"- განაცხადა ადვოკატმა როლანდ შონიამ.

Comments
Loading...