- Advertisement -

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა, დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა კი 21 შეადგენს.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რეგიონში არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
რუხის კლინიკაში იმყოფება – 66 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმეა 7, ფოთის კლინიკაში იმყოფება – 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 4 პაციენტია, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი მკურნალობს 4 პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 28 პაციენტი, სენაკში ლაზიკა მედიში კი 38 პაციენტი.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 74 პირი იმყოფება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში კორონავირუსზე კიდევ 82 მოქალაქე გამოიკვლიეს. ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. სოფელში ამ დროისთვის სულ 552 მოქალაქე შეამოწმეს, საიდანაც ტესტის პასუხი 22 მათგანის შემთხვევაში იყო დადებითი.
ტესტირება ჩატარდა საბავშვო ბაღსა და სკოლაში, თუმცა კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა.
ორსანტიაში კორონავირუსის გავრცელება სავარაუდოდ ფოთში მდებარე “აჭარა ტექსტილს” უკავშირდება. სწორედ აქ მომუშავე 4 ქალს დაუდგინდა თავდაპირველად ვირუსი. ისინი ორსანტიის მცხოვრებლები არიან.
ვირუსის მასიური გავრცელების თავიდან არიდების მიზნით სოფლის შესასვლელში 3 აპრილიდან პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო. მომდევნო 12 დღის განმავლობაში ორსანტიაში მკაცრი კონტროლი განხორციელდება. სოფელში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში, კი ტესტირება. ამასთან მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება.

Comments
Loading...