- Advertisement -

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ძალადობის მსხვერპლთა პირველი თავშესაფრის გახსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ასოციაცია ,,მერკურმა“ და HunanDoc Foundation-მა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ძალადობის მსხვერპლთა პირველი თავშესაფრის გახსნის საპატიო ცერემონია გამართეს.

თავშესაფრისთვის განკუთვნილი შენობის რეაბილიტაცია და თავშესაფრის ფუნქციონირება უზრუნველყოფილია პროექტის ,, ოჯახში ძალადობის პრევენციის სისტემის გაძლიერება და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში“ ფარგლებში.

პროექტი პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა თანადაფინასებული.
HunanDoc Foundation პროექტის განმახორციელებელი პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2010 წლიდან აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს საქართველოში, უკრაინაში, ყირგიზეთში, ავღანეთში, სირიაში, პალესტინაში, ლიბანსა და ვენესუელაში. ასოციაცია ,,მერკური“ კი, რომელიც პროექტის პარტნიორია საქართველოში, 2007 წლიდან მუშაობს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

თავშესაფრის სპონსორია შპს ,,ბეიბი ლაინი“. თავშესაფრის გახსნის ცერემონიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, მერიის სხვადსხვა სამსახურის წარმომადგენლები, პოლონელი სტუმრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ოფიციალური პირები, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ, პოლონეთის მთავრობას, საელჩოს და ყველა პროექტში მონაწილე მხარეს დიდი მადლობა გადაუხადა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.

Comments
Loading...