- Advertisement -

სამეჯლისო და სპორტული ცეკვების სტუდია “D-ansi დმანისი”-ს ორმა ანსამბლმა ფესტივალზე პირველი და მეორე ადგილები მოიპოვეს

მიმდინარე წლის 10 მარტს, ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, სამეჯლისო და სპორტული ცეკვების სტუდია “D-ansi დმანისი”- ს ორმა ანსამბლმა (დიდების და პატარების) მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისში საქართველოს სპორტული ცეკვების ასოციაცია “GDSA”-ს მიერ ორგანიზებულ სამეჯლისო და სპორტული ცეკვების ფესტივალ კონკურსში “STEP BY STEP”.

ნანა ანსიანი – სტუდია “D-ansi დმანისი”- ს ხელმძღვანელი

– ფესტივალზე ორივე ანსამბლს ჰქონდა წარმატებული გამოსვლა და კიდევ ერთხელ ასახელეს დმანისი. სტუდია “D-ansi დმანისი”- ს ორივე ანსამბლმა პირველი და მეორე ადგილის მედლები და თასები მოიპოვა.
მადლობას ვუხდი ჩემი და ჩემი დის – ნონა ანსიანის სახელით მხარდაჭერისათვის ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელს – ქეთევან ჩხეტიანს.

Comments
Loading...