- Advertisement -

სამტედიაში, ტოლების თემში, წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ტოლების ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ვაზისუბანში, ქორეის უბნისკენ მიმავალ წყლის მაგისტრალს რეაბილიტაცია უტარდება.

ქორეის უბნის მაცხოვრებლებს წყალი ნაკლები წნევით მიეწოდებოდათ,აუცილებლობას რკინიგზის ლიანდაგსა და ავტომაგისტრალის ქვემოთ, წყლის მაგისტრალის გაყვანა წარმოადგენდა, რისთვისაც საჭირო გახდა მიწის გაბურღვითი სამუშაოები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,როკო" ასრულებს.

ადგილზე იმყოფებდნენ მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მერის მოადგილე დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაოების მიმდინარეობა დეტალურად დაათვალიერა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

Comments
Loading...