- Advertisement -

სამტრედიაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება გრძელდება

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, მოსახლეობის ინფორმირების მიმართულებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დღეს მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, ადგილობრივი ხელისუფლების და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, აბაშის მუნიციპალიტეტში, ფერმერთა მომსახურების ცენტრში იმყოფებოდნენ.

შეხვედრის, მიზანი მავნებელთან ბრძოლის მეთოდოლოგიების გაცნობა იყო. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები სამეტაპიანია. პირველი და უმთავრესი ეტაპი კი ამ მიმართულებით მოსახლეობის ინფორმირებულობაა.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შტაბის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს თუ როგორ შეიძლება დამყარდეს ეფექტური კომუნიკაცია მოსახლეობასთან პრობლების რეალური არსის გასაცნობად, რომ თითოეულმა მათგანმა შეძლოს აიღოს პასუხისმგებლობა მავნებლის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში.

შეხვედრისას ისაუბრეს სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილ აქტივობებზე, რომლის განხორციელებაც სულ მალე დაიწყება დასავლეთის რეგიონში.

სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის ამ ეტაპზე გათვლილია 8 ერთეული ტექნიკა, რომელიც სრული დატვირთვით მოემსახურება მუნიციპალიტეტს. ტექნიკის დახმარებით ლოკალურად შეიწამლება საფრთხის შემცველი ტერიტორიები. პრეპარატი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

Comments
Loading...