- Advertisement -

სამტრედიაში “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

დღეს სამტრედიაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოს” ფარგლებში, დაინტერესებულ პირებთან საინფრომაციო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის, ბიზნეს განვითარების მენეჯრმა ანდრო ჭარხალაშვილმა პროექტის შესახებ ამომწურავად ისაუბრა.
აღნიშნული პროგრამის მთავარი მიზანი მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობაა, რაც გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით.
პროგრამა გამიზნულია როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, ასევე არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღებისთვის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში” , მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობისთვის, ქვეყნის მასშტაბით 2015 წლიდან წარმატებით ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში სამტრედიაში 35 ბიზნეს პროექტი დაფინანსდა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა.

Comments
Loading...