- Advertisement -

სამტრედიაში, დაბა კულაშის და ხუნჯულაურის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან და სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარესთან ნუგზარ ჯამბურიასთან ერთად იმყოფებოდა დაბა კულაშისა და ხუნჯულაურის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება.

მნიშვნელოვანია ამ ლოკაციაზე მდებარე საჯარო სკოლა, რომელთან მისვლაც სირთულეს წარმოადგენდა დაზიანებული გზის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს აღნიშნული ლოკაციების დამაკავშირებელი უმოკლესი გზით.

სამუშაოებს ასრულებს შპს”ლატექსი”. დაფინანსებულია რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

“მოსახლეობის ყველაზე დიდ მოთხოვნას წარმოაგდენს გზის საფარის მოწესრიგება. პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები სხვადასხვა ტერიტორიებზე, ჩვენ შევეცდებით წლის ბოლომდე მაქსიმალურად ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულოთ.”– აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ.

Comments
Loading...