- Advertisement -

სამტრედიაში, ირაკლი ჯოჯუას სახელობის ტურნირი ჩატარდა

დღეს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, კულაშის საჭიდაო კლუბში, ირაკლი ჯოჯუას სახელობის ტურნირი ჩატარდა თავისუფალ ჭიდაობაში. აღნიშნული ტურნირში მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით 10 მუნიციპალიტეტის სხვადასხვა წონით კატეგორიების მოჭიდავეები ასპარეზობდნენ.

ტურნირი მუნიციპალიტეტში უკვე სამი წელია იმართება და ტრადიციულია. გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, საკრებულოს თავმჯომარე ნუგზარ ჯამბურიამ, მერის მოადგილე დავით ბახტაძემ, საკრებულოს წევრებმა ზაზა ადეიშვილმა და ბადრი შენგელიამ დააჯილდოეს. მუნიციპალიტეტის მერმა, სპორტული ცხოვრების მნიშვნელობას და ახლაგაზრდების მსგავს აქტივობებში მეტი ჩართულობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

Comments
Loading...