- Advertisement -

სამტრედიაში, საინფორმაციო შეხვედრა – “გაიგე შენი აივ სტატუსი” გაიმართა

დღეს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ფსიქო – სოციალური ინფორმაციის და კონსულტიის ცენტრმა ,,ახალი გზა“, ადგილობრივი სამედიცინო სფეროს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

დღევანდელ შეხვედრაზე ცენტრის მიერ გაზიარებული იქნა შიდსის ირგვლივ ინფორმაცია, აივ ინფექციის მატარებელთა მკურნალობა, დაავადების ირგვლივ მსოფლიოში არსებული უახლესი ინფორმაცია, აივ ინფიცირებულთა იმუნიზაციის პრინციპები, ოპორტუნისტული ინფექციების დიაგნოსტიკის დროული გამოვლინება და მკურნალობის თანამედროვე ტაქტიკა.

შეხვედრას მუნიციპალტიეტის მერი ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ცენტრის დირექტორმა დალი უშარიძემ აღნიშნა-,,დროულად გამოვლენა უმნიშვნელოვანესია. აივ გვიანი გამოვლენა ავადობისა და სიკვდილობის მთავარი მიზეზია.“

Comments
Loading...