სამტრედიაში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა – დაშავებულია 68 წლის კაცი ipressსამტრედიის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 19 თებერვალი, 2019 63 სამტრედიაში, სოფელ ტოლებში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქების დროს სახლში 68 წლის ნუკრი მეფარიშვილი იმყოფებოდა, რომელიც სხეულის ზედა ნაწილის დამწვრობით და სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა “ჯეო ჰოსპიტალსში” გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო და სამაშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. აფეთქებასამტრედია