- Advertisement -

სამტრედიელი კარატისტების წარმატება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე

2018 წლის 9–10 მარტს ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კონტაქტიან კარატეში, სადაც მონაწილეობდნენ საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების, მათ შორის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სპორტსკოლის კარატეს ჯგუფის წევრები 4 სპორტცმენის შემადგენლობით.

გოგონათა შორის ჩემპიონის ტიტული და პირველი ადგილი დაიკავა – მანანა მუქერიამ.

– მეორე ადგილები დაიკავეს თამარ ბიბილეიშვილმა და მარიამ გოგიტაურმა.

ვაჟებს შორის მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა მურმან დებიშმა. ჩემპიონი და პრიზიორები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებით, თასებითა და ფასიანი საჩუქრებით.

– ოთხივე სპორტსმენი შეყვანილია საქართველოს ნაკრებში.

– მწვრთნელი/მასწავლებელი : სენსეი მიხეილ ქანთარია

Comments
Loading...