- Advertisement -

სამტრედიელმა სპორტსმენებმა, “სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018”-ში წარმატებები მოიპოვეს

დღეს, 24 აპრილს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებთან ერთად ქუთაისში, სპორტის სასახლეში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“ – ის რეგიონული თამაშებში სამტრედიელი სპორტსმენების ასპარეზობას დაესწრო.
ჩემნპიონატში სამტრედიელმა სპორტსმენებმა მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება შეძლეს.

"სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“ – ის რეგიონული თამაშებში, კალათბურთში გოგონათა შორის პირველი ადგილი, მე-12 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა -მწვრთნელი თამაზ ხაბავა, ვაჟთა შორის, მე-3 ადგილი მე-11 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა -მწვრთნელი გელა ცინცაძე. მძლეოსნობაში მე- 2 ადგილის მფლობელი, მე-10 საჯარო სკოლის გუნდი გახდა -მწვრთნელი ალექსანდრე ჯალაღანია, ხოლო მაგიდის ჩოგბურთში მე-3 ადგილი, დაბლა გომის საჯარო სკოლამ დაიკავა- მწვრთნელი კობა სტურუა.

მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ სპორტსმენებს გამარჯვება პირადად მიულოცა და შემდგომ ეტაპებზე წარმატებები უსურვა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“ – ის შემდეგი ეტაპი იქნება ზონალური თამაშები, რომელიც მაისში გაიმართება, ხოლო ივნისის თვეში ოლიმპიადის ფინალური თამაშები სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით მე-4 წელია ტარდება, რომელშიც წელს საქართველოს 1700-ზე მეტი სკოლის 100000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას.

Comments
Loading...