სამტრედიის ბაღების გაერთიანების დირექტორი ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტს ადასტურებს ipressსამტრედიის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 16 თებერვალი, 2019 105 სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტს, ჟურნალისტებთან ადასტურებს. როგორც ხათუნა გაგუა აცხადებს, ცხენის ხორცით გაკეებული კერძი სამტრედიის მუნიციპალიტეტის 24 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ჭამეს,თუმცა არცერთი ბავშვი არ მოწამლულა. ფაქტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა. “იმერეთის სურსათის უვნებლობის სააგენტომ საეჭვოდ მიიჩნია ხორცის რაობა, ამოიღეს ხორცი ბაღებიდან და ლაბორატოროული კვლევის შემდეგ დადასტურდა რომ ხორცი იყო ცხენის და არა საქონლის. ხორცის მომწოდებელ შპს “ელენიკოსთან” დაუყინებლივ შევწყვიტეთ კონტრაქტი, და როგორც ჩემთვის ცნობილია კომპანია 20 ათასი ლარით დაჯარიმდა”-განაცხადა გაგუამ. ბაღებისამტრედიაცხენის ხორცი