- Advertisement -

სამტრედიის “ეტალონი მოსწავლე” მეგი კაზეიშვილი გახდა

18 აპრილს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონი-ს“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი, შემოქმედებით გუნდთან ერთად სამტრედიის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა.

ინტელექტუალურ ჩემპიონატში,რომლის ფინალური ტურიც სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე–8, მე–9, მე–10 და მე–11 კლასების, 78 მოსწავლე მონაწილეობდა.ღონისძიებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია , მერის მოადგილე დავით ბახტაძე და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენელი ალექსანდრე თევზაძე ესწრებოდნენ. 

სამტრედიის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ჯიხაიშის N-1 საჯარო სკოლის მოსწავლე მეგი კაზეიშვილმა მოიპოვა.

სამტრედიის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ მადლობა გადაუხადა ეტალონის ავტორს და წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს,რომელმაც კიდევ ერთი ცოდნის ზეიმი მოაწყო სამტრედიაში.

Comments
Loading...