სამტრედიის მაღალმთიან სოფლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს რეგიონებისამტრედიის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 18 იანვარი, 2022 12 სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში დიდთოვლობის გამო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თოვლიდან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გზების გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე აკვირდება მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე. დავით ბახტაძე – ,,დიდთოვლობის გამო ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით. იწმინდება შიდა სასოფლო გზები, რასაც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შესაბამისი ტექნიკა. დიდთოვლობის შემთხვევაში არანაირი შეფერხება მოსახლეობას არ შეექმნება. მობილიზებულია საავტოვმობილო გზების დეპარტამენტის საკონტრაქტო კომპანია შპს ,,ლატექსი” კუთვნილი ტეკნიკით. სწორედ მათი დახმარებით ხორციელდება საგზაო სამუშაოები.”