- Advertisement -

სამტრედიის მერიაში ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში მერიის ტრადიციული თათბირი გაიმართა.მერიის სამსახურის უფროსებმა და მერის წარმომადგენლებმა სოფლებში ვალერიანე ფოცხვერიას დეტალურად გააცნეს სამტრედიაში მიმდინარე პროცესები, ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე და დასახეს მოგვარების გზები. 

მუნიციპალიტეტის მერმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც სკოლამდელი დაწესებულებების სტანდარტებს შეეხება.

ავტობანის მშენებლობის დროს დაიტბორა და დაჭაობდა სოფელ გამოჩინებულის მოსახლეობის საკუთრებაში არსებული ტერიტორია. ვალერინ ფოცხვერიამ გამოჩინებულის თემის წარმომადგენელს, ხათუნა ლებანიძეს სამართლებრივ ჩარჩოებში დახმარებას დაპირდა.

მუნიციპალიტეტის მერმა ინფრასტრუქტურის სამსახურს დაავალა უმოკლეს ვადებში უსახური და ავარიული შენობების აღწერა და შესაბამისი ზომების გატარება. ასევე ქალაქის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელს, თეგიზ ცაგურიას დაევალა იმ არხების დადგენა, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას და საფრთხეს უქმნის ქალაქს უხვი ნალექის დროს. უახლოეს მომავალში იგეგმება სამტრედიისმუნიციპალიტეტში, ქალაქის ტერიტორიაზე საწრეტი არხების მოწესრიგება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამტრედიისსაინფორმაციო–საკონსულტრაციო ცენტრის სამსახურის უფროსის მამუკა კვანტალიანის განცხადებით, სულ მალე დაიწყება ფაროსანას წინააღმდეგ თერმული დამუშავების მეოთხე ეტაპი. თუმცა იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა მოჭარბებული რაოდენობით შეამჩნევენ მავნებელს, დაუყონებლივ უნდა მიმართონ სურსათის უვნებლობის სამსახურის სპეციალისტს ზაზა მეგრელიშვილს, რომელიც სამტრედიაში მონიტორინგს ახორციელებს.

Comments
Loading...