- Advertisement -

სამტრედიის მერიის ქონების მართვის სამსახური: გაუგებარია რაში უნდა აეღო ქრთამი მერის მოადგილეს

გუშინ საღამოს, დაახლოებით 18:00 სთ-ზე, სამტრედიის მერის პირველი მოადგილე ირაკლი სულავა მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

33 წლის საჯარო მოხელეს გამოძირბა 20 ათასი ლარის ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.

საუბარია სოფელ დიდ ჯიხაიშში ხუთი ჰექტარი მიწის ფართობის იჯარის წესით გაცემაზე, რისთვისაც სულავამ გამოიების ინფორმაციით ქრთამი შპს "ჯდდ გრუპისგან" აიღო.

როგორც სამტრედიის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფოსი აცხადებს, ქონების გაცემა იჯარის წესით ინვესტიციის მიზნით მოხდა და შპს-ემ ყველა შესაბამისი პროცედურა გაიარა.

"განცხადების შემოსვლის შემდეგ იმსჯელა კომისიამ, ხანიხილა საკრებულომ და წინადადებას მხარი დაუჭირა. მიწა აუქციონის წესით გასხვისდა. კანონის სრული დაცვით. ჩემთვის გაუგებარია რაში უნდა აეღო ქრთამი"-განაცხადა ნოე ივანიაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი სულავა მერის პირველ მოადგილედ ოთხი თვის წინ დაინიშნა, მანამდე კი შესყიდვების სამსახურის უფროსად 8 წელი მუშაობდა.

Comments
Loading...