- Advertisement -

სამტრედიის მერი გერმანული კომპანია “ფიხნერის” წარმომადგენლებს შეხვდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია, მერის მოადგილე დავით ბახტაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურაბ გოგიასთან ერთად, გერმანული კომპანია “ფიხნერი”-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ. აღნიშნული კომპანია, სამტრედიის მუნიციპალიტეტში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაციის, წინა საპროექტო კვლევას აწარმოებს.

” ტურიზმისა და გარემოს გაუმჯობესებისთვის, კომუნალური ინფრასტრუქტურის კონცეპტის შემუშავების და განხორციელების შესწავლა” ასე ქვია პროექტს, რომელიც იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში (სამტრედია, ბაღდათი, ვანი), გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გერმანული კომპანია “ფიხნერი”-ს წარმომადგენლები, სამტრედიის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსებთან დაკავშირებით მოკვლევით სამუშაოებს პერიოდულად აწარმოებენ და ადგილზე ეცნობიან არსებულ ვითარებას. როგორც გერმანული საინჟინრო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, საპროექტო კვლევა 2019 წლის ბოლოს დასრულდება, რომლის შემდეგაც მუშაობა სატენდერო პირობებსა და დოკუმენტაციაზე დაიწყება.

Comments
Loading...