- Advertisement -

სამტრედიის მერი ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად, დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნენ.

სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სამეგრელოს რეგიონში ასევე იმყოფებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია და თვითმმართველობის წევრები.

დღესვე დაათვალიერეს რეგიონში მობილიზებული სპეციალური ტექნიკა, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადანაწილდება. მიმდინარე წელს, სულ, ქვეყნის მასშტაბით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებისთვის 140 ერთეული სპეციალური ტექნიკის გამოყენებაა დაგეგმილი. წელს მავნებლის წინააღმდეგ სახელმწიფო განახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, ასევე კერძო სავარგულებზე სადაც აუცილებელია სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენება. 

დასავლეთ საქართველოში, უკვე მობილიზებულია ღონისძიებებისთვის საჭირო სხვა საშუალებები და პრეპარატები, რომლებიც რეგიონების მიხედვით განაწილდება.

Comments
Loading...