- Advertisement -

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ტოლების თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

21 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

სოფელ ზემო ტოლებში, სხვადასხვა მიმართულებით სტიქიის შედეგად დაზიანებულ ხიდ-ბოგირებს აღდგენითი სამაუშაოები ჩაუტარდა. 

ზემო ტოლებში, სიხარულიძეების უბანში ხიდ-ბოგირთან ერთად, გაიჭრა და გაიწმინდა სანიაღვრე არხები ,ასევე 4 კილომეტრამდე გზა მოიხრეშა.
 

Comments
Loading...