- Advertisement -

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან მერაბ უღრელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს ეწერის, კერძოდ გვიმრალადან კეჭინარის მიმართულებით მიმავალ გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები.

დაახლოებით 6 კილომეტრის სიგრძის გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს საფარის მოხრეშვა და დაგრეიდერება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სამტრედიის გამწვანებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების სამსახური აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს. 

Comments
Loading...